mail@paradox.ge
511-225-018;
saofise saqmis warmoebis profesiuli kursebi
programis Sesaxeb კომპიუტერული დიზაინი

ეს სასწავლო კურსები, კომპიუტერული ტექნოლოგიების Windows, Word, Excel, PowerPoint და Outlook შესწავლის საფუძველზე, მდივან - რეფერანტის და ოფის-მენეჯერის სპეციალისტების მომზადებაზე არის ორიენტირებული.

ჩვენს კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ნორმების დაცვის გათვალისწინებით ეცოდინებათ:

  • საოფისე საქმიანობისათვის ისეთი აუცილებელი საბუთების მომზადება, როგორებიც არის: ბრძანება, ოქმი, ოფიციალური წერილი, რეზიუმე, მოთხოვნა, ინვოისი, მისალოცი ბარათი, ნებისმიერი სირთულის ბლანკი, ცხრილები, ელექტრონული ან ინტერნეტ პრეზენტაცია.
  • საქმის წარმოება: შეხვედრების დაგეგმვა, შეხვედრებზე სხვა პირების მოწვევა, ცალკეული და მასიური წერილების გაგზავნა, მომსახურე პერსონალზე ან საკონტაქტო პირებზე არსებული ინფორმაციის შენახვა-დამუშავება, შესასრულებელი ამოცანების დახარისზება და შესრულება, არსებული ინფორმაციის საფუძველზე ანგარიშის შექმნა და მოხსენება.
  • კურსდამთავრებული შეძლებს იმუშაოს;
  • ოფისის მენეჯერად.
  • მდივან-რეფერანტად.
  • moTxovnebi msmenels
    მენეჯმენტი

    კურსებზე ჩაწერა და სწავლა შეუძლია 14 დან 45 წლამდე ასაკის მსურველს. გამონაკლის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
    ტელ:: 298-80-23 ან 218-19-18
    მობ: 571-850-850

    მსურველი უნდა ფლობდეს კომპიუტერის მოხმარების საბაზო უნარ-ჩვევებს, მაგალითად:

  • კომპიუტერის ჩართვა-გამორთვას.
  • თვისუფლად ფლობდეს თაგვს(მაუსი), ესმოდეს მისი მარცხენა და მარჯვენა ღილაკების დანიშნულება.
  • იცოდეს რა არის ფაილი და შეეძლოს მასთან მუშაობა; - შექმნა, შენახვა, შესვლა, წაშლა, გადატანა, კოპირება.
  • ფლობდეს ინტერნეტს და ელ-ფოსტას.
  • ესმოდეს კლავიატურის კლავიშების დანიშნულება, მაგალითად როგორებიც არის Ctrl, Shift, Tab, Caps Lock და სხვა.
  • fasi fasdakleba da gadaxdis forma
    ანგარიშსწორება სწავლის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს, რეგისტრაციიდან 2(ორი) სამუშაო დღის განმავლობაში (სამუშაო დღედ არ ითვლება შაბათი და კვირა).
    გაითვალისწინეთ: ანგარიშსწორების არ შესრულების შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება.
    - ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით:
    პირველი ორი თვე, თვეში - 150 ლარი.
    მომდევმო ორი თვე, თვეში - 135 ლარი.
    ფასდაკლებაფასდაკლება:
    ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, თუ ჩაეწერებიან ერთიდაიგივე კურსზე და ერთ ჯგუფში.
  • ერთს + ერთი: მომდევნო 2 თვეს 135 ლარის მაგივრად 115 ლარი
  • ერთს + ორი ან სამი: მომდევნო 2 თვეს 135 ლარის მაგივრად 100 ლარი
  • ერთს + ოთხი ან მეტი: მომდევნო 2 თვეს 135 ლარის მაგივრად 90 ლარი
  • saswavlo grafiki
    კალენდარი- მოსწავლეები მიიღება ჯგუფებში - 1 -ში. (იხილეთ ქვემოთ ცხრილში)
    - სწავლების ხანგრძლივობა 4 თვე. (18 კვირა; 54 ორსაათიანი გაკვეთილი).
    - მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ; ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი.
    - გაკვეთილის ხანგრძლივობა: ორი სრული საათი (120 წუთი).
    - სწავლის დაწყების და დასრულების თარიღი იხილეთ ქვემოთ ცხრილში.
    registracia
    სწავლა იწყება მოდულით სწავლის დაწყების და დასრულების თარიღები სასწავლო დღეები და საათები რე­გის­ტრა­ცია
    დაწყება დასრულება ორშ. სამ. ორშ. ხუთ. პარ. შაბ.
    ადგილების შევსების გამო ამ კურსებზე მიღება შეჩერებულია. დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ: 218-19-18
    damadasturebeli sabuTi - diplomi

    სასწავლო პროგრამის წარჩინებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა ოფის მენეჯერის პროფესიული დიპლომი;
    წარჩინებულად დასრულება ჩაითვლება:

    1. თუ მოსწავლეს ჩაბარებული ექნება ყველა შუალედური ჩათვლა
    2. თუ გაცდენების საერთო რაოდენობა არ აღემატება ჩატარებული გაკვეთილების სრული რაოდენობის 20%
    3. თუ მოსწავლე ჩააბარებს სადიპლომო პროექტს

    • swavlis meTodi
    • sertificireba
    • Cvens Sesaxeb
    - სწავლების მეთოდი სრულად აკმაყოფილებს კომპანიების Microsoft, Adobe, AutoDesk, Graphisoft, Corel-ის საერთაშორისო მოთხოვნებს და მოსწავლის სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობაზეა ორიენტირებული.
    - საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით.
    - მეცადინეობა ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში, კვალიფიციური საერთაშორისო ლიცენზირებული პედაგოგების მიერ.
    - თითოეულ მოსწავლეს საშუალება ეძლევა პირდაპირი კონტაქტი ქონდეს პედაგოგთან და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი შეკითხვით მიმართოს მას.
    - გაკვეთილი შედგება სამი ნაწილისაგან:
    I-გავლილი მასალის გამოკითხვა-გამეორება.
    II-ახალი თემის განხილვა.
    III -გავლილი და ახალი მასალის საფუძველზე პრაქტიკული დავალების შესრულება.
    - თეორიული და პრაქტიკული მასალის ათვისების და მაღალი შედეგის მისაღწევად, დროგამოშვებით ტარდება შუალედური შეფასების გამოკითხვები, რომლის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება დამატებითი გაკვეთილები
    დიპლომის ნიმუში
    სერთიფიკატის ნიმუში
    სტუდია-კოლეჯი PARADOX Plus მიერ გაცემული სერთიფიკატი ან დიპლომი ადასტურებს მოსწავლის მიერ მიღებულ კვალიფიკაციას და ისინი გაიცემა მხოლოდ წარმატებულად ჩაბარებული შუალედური და დასკვნითი გამოცდების საფუძველზე.
    - დიპლომი გაიცემა მხოლოდ პროფესიული სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების და სადიპლომო დავალების ჩაბარების შემთხვევაში.
    - სერთიფიკატი გაიცემა ყველა სხვა სასწავლო კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
    კურსდამთავრებულების პროფესიულად მომზადების და მიღებული მაღალი შეფასების საფუძველზე, ყველა დაინტერესებულ საწარმო-ორგანიზაციებს ვთავაზობთ კვალიფიციურ კადრებს:
    არქიტექტორ ტექნიკოსებს, ინტერიერის დიზაინერებს, კომპიუტერის გრაფიკოსებს, მდივან რეფერატებს, ოფისის ნებეჯერებს.
    - PARADOX Plus - წარმოადგენს მცირე ფორმატის თანამედროვე ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების სტუდია-კოლეჯს, რომელიც 1998 წლიდან ფუნქციონირებს.
    - დაარსების იდეა მიეკუთვნება საერთაშორისო ლიცენზირებულ პედაგოგს ნიკოლოზ კობაიძეს.
    - სტუდია-კოლეჯის პრიორიტეტული ამოცანებია;
    საოფისე,
    გრაფიკული,
    სამშენებლო,
    საინჟინრო,
    და IT ტექნოლოგიების მიმართულებით მსურველების პროფესიული მომზადება და გადამზადება.
    - PARADOX Plus - ის მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველეყოთ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების შესაბამისი სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამები.
    - ჩვენი მიზანია შევქმნათ სასურველი პირობა იმისათვის, რომ მოსწავლემ მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და ჩვენთან შეძენილი ცოდნის საფუძველზე შეძლოს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.
    როგორ გავიაროთ რეგისტრაცია
    როგორ გავიაროთ რეგისტრაცია